პროექტის შესახებ

    პროექტი “ელიტარული ბინები ვაკეში” პრემიუმ კლასის მრავალ ფუნქციური კომპლექსია თბილისში, რომელიც ურბანისტიკის თანამედროვე, ახლებურ ხედვას და ცხოვრების განსაკუთრებულ სტილს გთავაზობთ. მშენებლობის დეველოპმენტი საქართველოს ბანკთან ერთად, მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, რაც პროექტის ფინანსურ სტაბილურობასა და სანდოობას განაპირობებს. კომპლექსის ინფრასტრუქტურა მაცხოვრებლების მოთხოვნებისა და საჭიროების მიხედვითაა შექმნილი, რომელშიც შერწყმულია როგორც საქმიანი ასევე სიმყურდოვისა და სიმშვიდის/სიმწვანის მოყვარული მომხმარებლების ინტერესები. პროექტში დაგხვდებათ კომერციული ფართები, ვერსტიბიული, ლობი, მცირე და დიდი მოცულობის საცხოვრებელი ბინები, პენტჰაუსი და დუპლექსი, მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგები. საცხოვრებელ კომპლექსს 24 საათის განმავლობაში მოემსახურება კონსიერჟი. დაგხვდებათ უმაღლესი ხარისხის სრული ან ნაწილობრივი რემონტი, ევროპული Doppler-ის ლიფტი, საფოსტო სტენდი, ასევე ინდივიდუალური ჩასასვლელი მზიურის პარკში. პროექტი განხორციელებულია მხოლოდ პრემიუმ ხარისხის მასალებით და სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სამშენებლო სტანდარტებს.

მდებარეობა

mziuris mdebareoba   

პროექტი დედაქალაქის ცენტრალურ უბანში, პრესტიჟულ ადგილას, ჭავჭავაძის I ჩიხში მდებარეობს, საიდანაც იშლება მთელი ცენტრალური ვაკის, მზიურის სარეკრეაციო პარკისა და დანარჩენი თბილისის ულამაზესი პანორამული ხედები. უნიკალური მდებარეობა პროექტს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს, რაც ერთის მხრივ ვლინდება ქალაქის ცენტრში მდებარე ობიექტებთან სიახლოვეში და ქმნის უნიკალურ სივრცეს წარმატებული და საქმიანი ადამიანებისთვის. მეორეს მხრივ ქალაქის ერთ-ერთი უდიდესი რეკრეაციული ზონა – მზიურის პარკი ანიჭებს სიმწვანის, ეკოლოგიურობისა და სიმყუდროვის შეგრძნებას მომიჯნავე პროექტს. მყუდრო და ეკოლოგიურად სუფთა უბანში მდებარე საცხოვრებელი სახლი მობინადრეებს ცხოვრების საუკეთესო პირობებს უქმნის. ეს არის ადგილი, სადაც ბიზნეს საქმიანობისთვის, ბუნების მოყვარულთათვის, გართობისა და განტვირთვისთვის ყველა პირობაა შექმნილი.

მშენებლობა

შენობის ფასადის მოპირკეთებისას გამოყენებულია იტალიური ტრავერტინის ბუნებრივი ქვა, მშენებლობაში კი მაღალი ხარისხის პერლიტის(ვულკანური ფერფლის) ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომლის თბოსაიზოლაციო თვისებები 25%-ით ამცირებს ენერგიის ხარჯვას, რაც მესაკუთრეს საშუალებას აძლევს დაზოგოს თანხა ბინის გათბობასა და გაგრილებაზე. გარე ფასადი შეფუთულია მაღალი ხარისსხის შავი ალუმინის პანორამული (იატაკიდან ჭერამდე) კარფანჯრით, ხოლო ფრანგულ აივნებს აქვთ „სლაიდი“-ს ტიპის გაღების სისტემა(გასაცურებელი), რაც საოცრად კომფორტულია მოხმარების პროცესში. სადარბაზო და საფეხურები მოპირკეთებულია მარმარილოსა და გრანიტის ქვით.

ანგარიშსწორება

ჩვენი კომპლექსის მომავალ მაცხოვრებლებს ჩვენ ვთავაზობთ ინდივიდუალურ გადახდის გრაფიკს, შიდა უპროცენტო განვადებას ერთ წლიანი პერიოდით, სხვადასხვა წამახალისებელ აქციებსა და ფასდაკლებებს არჩეული გადახდის პირობების მიხედვით და სხვა მათ ინტერესებზე მორგებულ პროდუქტებს, რაც ხელს შეუწყობს და დაეხმარებათ მათ გახდნენ ჩვენი კომპლექსის მაცხოვრებლები. ჩვენს მომხმარებლებს ასევე საქართველოს ბანკთან ერთად ვთავაზობთ იპოთეკური სესხებით დაკრედიტებას ექსკლუზიური, წლიური 6%-დან საპროცენტო განაკვეთით, მათ შორის შემოსავლების დადასტურების გარეშეც.

სურათები